Accessibility links

logo-print

შამბა ჟენევის შეხვედრაში სოხუმის მონაწილეობისთვის წინაპირობებს აყენებს


ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 18-19 მაისს გაიმართება. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით, შეხვედრის გამართვის საკითხი დე ფაქტო ხელისუფლებასთან ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა პიერ მორელმა განიხილა. ”ჟენევის დისკუსიის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ჩვენი სურვილი მომდევნო სხდომა გაეროს გენერალური მდივნის ახალი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩატარებულიყო, რომელიც, სავარაუდოდ, 7 მაისს გამოქვეყნდება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შეხვედრის თარიღი გვაკმაყოფილებს, თუმცა, ვნახავთ რამდენად რეალურად იქნება შეფასებული გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშში აქ არსებული ვითარება, რამდენად იქნება მასში გათვალისწინებული შეცვლილი პირობები და ჩვენი წინადადებები გაეროს მისიის ფორმატისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ. ამაზე იქნება დამოკიდებული ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში ჩვენი მონაწილეობა” - განაცხადა სერგეი შამბამ. რაც ეხება ინციდენტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ურთიერთქმედების მექანიზმენის შექმნას, რაზეც მხარეებმა შეთანხმებას ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდზე მიაღწიეს, შამბა აცხადებს, რომ ამგვარი მექანიზმის შექმნამდე გაეროს მანდატი უნდა შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG