Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ზაქარეიშვილი


ორშაბათს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ზაქარეიშვილის ცნობით, ბოლო დროს გალში, ახალგორსა და კოდორში შეინიშნება რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილება, თუმცა, მისივე აზრით, რუსეთის მიზანი უფრო აგვისტოს ომის დროს დაპყრობილ ტერიტორიებზე კონტროლის გამყარებაა, ვიდრე ახალი ტერიტორიების მიტაცება.

ზაქარეიშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიდგომა კონფლიქტების მოგვარებისადმი და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგი ფაქტობრივად არ მიმდინარეობს, რასაც შედეგად მოჰყვება ახალგორსა და ზემო აფხაზეთში ქართველთა პოზიციების კიდევ უფრო შესუსტება.

პოლიტოლოგმა დასძინა, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, სამი წელი მაინც დასჭირდება იმას, რომ ურთიერთობა თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის მკვდარი წერტილიდან დაიძრას - კონფლიქტის მოგვარების გზები კი დღეს ჰორიზონტზეც აღარ ჩანს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG