Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორდიუჟა: საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლება პროვოკაციული გადაწყვეტილებაა


საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლების ჩატარებას დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა პროვოკაციული გადაწყვეტილება უწოდა. ნიკოლაი ბორდიუჟას განცხადებით, ნატოს წვრთნა მხარდაჭერაა იმ აგრესიისა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ მისსავე მოქალაქეების წინააღმდეგ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმოქმედა. ბიშკეკში, ჟურნალისტებთან დღევანდელი საუბრისას ბორდიუჟამ ნატოს მიერ მაისში, საქართველოში დაგეგმილი სამხედრო სწავლება კავკასიაში სიტუაციის გამწვავების მცდელობადაც შეაფასა.
XS
SM
MD
LG