Accessibility links

ყირგიზეთის ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა


ყირგიზეთის ოპოზიციურმა კოალიციამ ივლისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეარჩია, რომელიც ახლანდელ პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევს დაუპირისპირდება. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ალმაზბეკ ატამბაევი ადასტურებს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობის ნებას და დღესვე გამოთქვამს ეჭვს, რომ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს. ყირგიზეთის ოპოზიცია ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებით ბაკიევის შეცვლას იმედოვნებს. ატამბაევი ბაკიევის ყოფილი თანაგუნდელია. ის პრემიერ-მინისტრი იყო 2007 წლის მარტიდან ნოემბრამდე.
XS
SM
MD
LG