Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსერვატიული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა


”კონსერვატიული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა მიმდინარე კვირის გეგმებზე იმსჯელეს. დეტალებზე ხვალ, 15 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ საინფორმაციო მიტინგზე აცნობებენ მოქალაქეებს. სააგენტოების თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ მოქმედებას კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში აპირებენ და გამოთქვამენ იმედს, რომ ხელისუფლება რეგიონების მოსახლეობას თბილისში ჩამოსვლაში ხელს არ შეუშლის.
XS
SM
MD
LG