Accessibility links

logo-print

ჟენევის კონფერენციაზე აჰმადინეჟადის გამოსვლამ აღშფოთება გამოიწვია


გაეროს ეგიდით რასიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტის გამოსვლამ დიდი აღშფოთება გამოიწვია. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისრაელს ”რასისტული” უწოდა. ”ევროპაში რასიზმის საზარელი შედეგების სანაცვლოდ ებრაელებმე ხელი შეუწყვეს ყველაზე სასტიკი და რეპრესიული რასისტული რეჟიმის დამყარებას პალესტინაში” - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. დასავლეთის ქვეყნების 40-მდე წარმომადგენელმა აჰმადინეჟადის გამოსვლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მოგვიანებით გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო ირანის პრეზიდენტის გამოსვლა. ბან კი მუნი მანამდე გამოთქვამდა სინანულს იმის გამო, რომ კონფერენციას დაწყებამდე გამოუცხადეს ბოიკოტი შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, კანადამ, გერმანიამ, ისრაელმა, იტალიამ, ნიდერლანდების სამეფომ და ახალმა ზელანდიამ.
XS
SM
MD
LG