Accessibility links

logo-print

რობერტ ვუდი რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა 20 აპრილის ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, არ მიიღოს მონაწილეობა ნატოს მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაში, თუკი ალიანსი არ შეცვლის გეგმას მომავალ თვეში საქართველოში სამხედრო წვრთნის ჩატარების შესახებ. რობერტ ვუდის თქმით, მან ამის შესახებ პრესიდან შეიტყო, ამიტომ კომენტარის გაკეთება უჭირს, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ სამწუხარო იქნებაო. შეკითხვაზე - რამდენად შეუწყობს ხელს ნატოს სამხედრო წვრთნა ამერიკა - რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას - სპიკერმა უპასუხა, რომ წვრთნა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG