Accessibility links

logo-print

ცხინვალის ხელისუფლებამ ეუთოს წარმომადგენლები გაათავისუფლა


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ საზღვრის დარღვევის ბრალდებით, სოფელ წუნართან სამართალდამცავებმა ეუთოს მეთვალყურეები დააკავეს. ცხინვალის სამხედრო კომენდატურის ცნობით, მომხდარის გარემოებათა დადგენის შემდეგ, ეუთოს წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე დააბრუნეს. ეუთოს მეთვალყურეთა გათავისუფლების ფაქტი რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა დაუდასტურა
XS
SM
MD
LG