Accessibility links

logo-print

საქართველოს ნებისმიერი სამხედრო სწავლების ჩატარების უფლება აქვს


ნატოს სამხედრო სწავლებისადმი რუსეთის რეაქციას თბილისში საქართველოსადმი მოსკოვის ჩვეული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა და საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სწავლების ჩატარების უფლება აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით კი, ნატოს ეგიდით სამხედრო სწავლება ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში დაიგეგმა და ამის შესახებ რუსეთიც ინფორმირებული იყო.
XS
SM
MD
LG