Accessibility links

logo-print

მსჯავრდადებულმა ირანული წარმოშობის ამერიკელმა ჟურნალისტმა განაჩენი გაასაჩივრა


მსჯავრდადებულმა ირანული წარმოშობის ამერიკელმა ჟურნალისტმა, როქსანა საბერიმ მის მიმართ გამოტანილი 8 წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი გაასაჩივრა, განაცხადა ირანის იურიდიულმა წარმომადგენლმა, ალირეზა ჯამშიდიმ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარ კლინტონმა, ისევე როგორც ევროპის კავშირმა, მოუწოდეს ირანს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საბერი. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, უზრუნველჰყოს, რომ საბერიმ ისარგებლოს თავდაცვის ყველა კანონიერი უფლებით. საბერისთვის განაჩენის გამოტანა მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მცდელობას, დიპლომატიური საშუალებით დააინტერესოს ირანი, რომელსაც თითქმის 30 წელია არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ვაშინგტონთან.
XS
SM
MD
LG