Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ არასაპარლამენტო ოპოზიციას დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დიალოგზე უარის თქმით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის საუბრის გაგრძელებას ულტიმატუმის ენით აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარე გამოხატავს მზადყოფნას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით, თუკი ეს რაღაც ეტაპზე ოპოზიციის სურვილიც იქნება. მისი თქმით, დიალოგი გულისხმობს პრობლემური საკითხების განხილვას როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ასევე - უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პრობლემების კუთხით. მისი თქმით, დიალოგი საჭიროა არა მხოლოდ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, არამედ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან და საზოგადოებასთან. პარალელურად, დავით ბაქრაძე აგრძელებს საზოგადოების წარმომადგნელებთან შეხვედრას. 21 აპრილს, შერატონ მეტეხი პალასში ის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხვდებოდა. საუბრის მთავარ თემას დაძაბულობის განმუხტვის გზების ძიება წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG