Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოების მოთხოვნაზე საუბრობს


საზოგადოების მოთხოვნაა, პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან საუბარი ისწავლონ და საკუთარი პრობლემების გამო, პრობლემა ქვეყანას არ შეუქმნან - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. "ეს არის საკმაოდ მკაფიო სიგნალი, რომელსაც პოლიტიკოსები უნდა დაემორჩილონ", ამბობს ბაქრაძე. მისივე თქმით, "ის, რომ რადიკალური ოპოზიცია უარს ამბობს დიალოგზე, არ უნდა გახდეს ქვეყანაში რეფორმების შემაფერხებელი." ბაქრაძემ აღნიშნა, აგრეთვე, რომ რადგანაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დიალოგზე უარს ამბობს, ხელისუფლება საუბარს გააგრძელებს იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომელთაც სურთ დიალოგი და "ეს დიალოგი წარიმართება მჭიდრო კოორდინაციის კუთხით".
XS
SM
MD
LG