Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ექსპერტი: კრემლი არ მალავს, როგორ ხელისუფლებასთან სურს ურთიერთობა



აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირებას რუსი ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებით. "თავდაპირველად რუსეთი კატეგორიულად უარყოფდა ამ რეგიონებში სამხედრო ძალების კონცენტრირებას, თუმცა რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, ილარიონოვის აზრით, იმის გამო ხდება, რომ მოსკოვში ბევრია უკმაყოფილო იმ პირებით, ვინც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. კრემლი კარგა ხანია, არ მალავს, როგორ ხელისუფლებასთან სურს ურთიერთობა საქართველოშიო, განაცხადა ილარიონოვმა 21 აპრილს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირება საქართველოში შექმნილ დაძაბულ ვითარებასაც უკავშირდება.
XS
SM
MD
LG