Accessibility links

ოპოზიცია რუსთაველის გამზირის ” საკნების გეტოდ” გადაქცევას გეგმავს


21 აპრილს აქციების მეორე ტალღა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველამდე ათეულობით საკნის დადგმით განახლდა. ასეთი საკნები პარლამენტის, მერიის და კანცელარიის გარშემო მანამ იდგება, სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფელბიდან არ წავა - ასეთია ოპოზიციის გადაწყვეტილება. აქციის მეცამეტე დღეს რუსთაველზე ”უცნობი”, გია გაჩეჩილაძეც მივიდა და მიტინგზე გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთ საკანში თავად დაჰყო გარკვეული პერიოდი. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი კი 21 აპრილს რეგიონებში, მხარდამჭერთა დედაქალაქში ჩამოსაყვანად გაემგზავრნენ.

დანომრილი საკნები ტელევიზიისა და ავლაბრის რეზიდენციის გარდა ახლა უკვე თბილისის მთავარ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა. თავისუფლების მოედნიდან მოყოლებული, პირველ სკოლამდე 21 აპრილს ათობით საკანი ჩადგეს. ოპოზიციის პროტესტის მასშტაბები იზრდება. აქციის მეცამეტე დღეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ ეს იქნება ”საკნების გეტო”: ”ვიწყებთ საკნების ქალაქის მშენებლობას და თავისუფლების მოედნიდან რუსთაველამდე და ასე იქნება მანამ, სანამ არ წავა მიხეილ სააკაშვილი. საკნებით შემოერტყმება წრე მერიას, პარლამენტს და კანცელარიას, შემდეგ სხვა სახელმიწფო შენობების წინაც დავდგამთ საკნებს”.

ლევან გაცეჩილაძეს მხარი ძმამ, “უცნობმაც” აუბა. გია გაჩეჩილაძე აქციაზე საკნების
რუსთაველი იქნება საკნების ქალაქი
კოლონასთან ერთად მივიდა და მათ დადგმას რუსთაველზე თავად უხელმძღვანელა: ”რუსთაველი იქნება საკნების ქალაქი და შეიძენს პროტესტის ისეთ ფორმას, როგორსაც ეს თვითმარქვია ხელისუფლება იმსახურებს”.

უცნობმა ხალხს ტრადიციულად ემოციურად მიმართა. ისიც ივარაუდა, რომ აქციის მონაწილეების ბრძოლა რამდენიმე დღეში წარმატებით დასრულდება: ”ეს უწმინდესმაც თქვა თავის ეპისტოლეში. ძალიან დიდ გასაჭირს დიდი ბედნიერება მოსდევს და დარწმუნებული ვარ თქვენი შემხედვარე, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება”.

შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე დადგმულ ერთ-ერთ საკანში ჩაჯდა. საკნების დადგმამ თავისუფლეიის მოაედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა. მიტინგი რუსთაველზე გრძელდებოდა. გამომსვლელების პოლიტიკური უწყებები უცველი იყო. ”კონსერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ერთ-ერთი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის მისამრთით თქვა, რომ მალე დადგება ის დღე, როდესაც სწრაფად მოსიარულე პრეზიდენტს ხალხი ალყას შემოარტყამს. ამ პირობებში კი ქვეყნის მართვას ვეღარ შეძლებს: ”სწრაფად დადის სააკაშვილი, მაგრამ ერთხელაც იქნება, მივასწრებთ იქ, სადაც იქნება და დავუდგებით ეს ხალხი ყველანი და ვნახავთ, როგორც გაძლებს პრეზიდენტად ამ პირობებში 2013 წლამდე”.

რუსთაველზე აქციის პარალელურად ქუჩაში იმ ჟურნალისტების ნაწილიც გავიდა, ვისაც რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ ტელესიხშირე ჩამოართვა. ირმა ინაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ქუჩის ტელევიზიისათვის იმუშავებს, ეს სახელი მათ ამ სახელდახელო ტელევიზიას სპეციალურად დაარქვეს: ”ასეც დავარქვით - ”ქუჩის ტელევიზია”. იმიტომ, რომ ჩვენ წაგვართვეს სიხშირე, არ გვაქვს საშუალება, რომ ვიმუშაოთ ჩვენი პროფესიით. ამიტომ შეიკრიბა ჟურნალისტთა ჯგუფი, ჩვენი კამერებით, ჩვენი ტექნიკით, ავაშენეთ ამიტომ სატელევიზიო სტუდია, დავამონტაჟეთ კანცელარიის წინ. ეთერი იქნება ყოველ საღამოს, რვის ნახევრიდან გვიან ღამემდე”.

ჟურნალისტური გამოძიების გარდა ამ მონიტორზე აქციიდან გაკეთებული რეპორტაჟები გადაიცემა.

21 აპრილის აქციაზე არ გამოჩენილა ოპოზიიის ლიდერთა ერთი ნაწილი. ეროვნული ფორუმის და პარტია “თავისუფლების” წარმომადგენლები არიან დასავლეთ საქართველოში, საიდანაც 22 აპრილს მხარდამჭერებთან ერთად დაიძრებიან.

კოლონა დილით ბათუმიდან წამოვა, მათ შეუერთდებათ მხარდამჭერები გურიიდან და სამეგრელოდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, დუშეთიდან. ისინი რუსთაველზე 22 აპრილს საღამოს 6 საათისათვის მისვლას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG