Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი ნატოს სწავლებას რუსეთთან არ აკავშირებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე გუშინ კვლავ დაისვა შეკითხვები საქართველოში დაგეგმილი სამხედრო სწავლებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობის შესახებ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს - კარგი იდეაა, თუ არა საქართველოში სწავლების ჩატარება, რის გამოც რუსეთი რუსეთი-ნატოს საბჭოს მომავალ სხდომაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. რობერტ ვუდი საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებას ნატო-საქართველოს ურთიერთობის ნაწილად განიხილავს და აცხადებს, რომ სწავლების მიზანია - საქართველო ნატოს სტანდარტებს მიუახლოოს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მაისში დაგეგმილი სწავლება არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. ”გვაქვს საფუძველი რუსეთთან მომავალ ურთიერთობას ოპტიმისტურად შევხედოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან პრობლემები არ გვაქვს” - აცხადებს რობერტ ვუდი.
XS
SM
MD
LG