Accessibility links

logo-print

აშშ: საქართველოში ნატოს სწავლება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს


ნატოს ეგიდით საქართველოში სამხედრო სწავლებისადმი მოსკოვის უკმაყოფილების საპასუხოდ, აშშ-მა განაცხადა, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ეს სწავლება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის რობერტ ვუდის განმარტებით, სწავლება საქართველოსთან ნატოს ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ალიანსის სტანდარტებისთვის ქვეყნის მომზადებას ისახავს. ვუდის განცხადებით, აშშ არ იზიარებს რუსეთის შეფასებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში დაგეგმილი სწავლება პროვოკაციული ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG