Accessibility links

logo-print

ირანი არ აპირებს ბირთვული პროგრამის შეჩერებას


ირანი მიესალმება კონსტრუქციულ დიალოგს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თუმცა არ შეაჩერებს სამუშაოებს ამ კუთხით. დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა დღეს ირანის ტელევიზიამ. ეს არის თეირანის პასუხი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრისა და გერმანიის შეთავაზებაზე - დაიწყოს მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აქვთ ეჭვი, რომ ირანი ბირთვული იარაღის დამზადებას ცდილობს. თეირანი კი, ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG