Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ინფორმაციით, თავს დაესხნენ ”ეროვნული ფორუმის” აქტივისტს


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმიდან თბილისისკენ საპროტესტო აქციაზე მომავალ ელდერ ჭაფანიძეს, ,,ეროვნული ფორუმის” წევრს, თავს ოთხი ნიღბიანი პირი დაესხა. ინციდენტი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსასთან მოხდა. თავდასხმელებმა ჭაფანიძე საკუთარი ავტომანქანიდან იძულებით გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ,,ეროვნული ფორუმის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებიოდა, თუმცა მისი მხრიდან ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. დაზარალებული ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG