Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ვოლსკი


დღეს რადიო თავისუფლების გადაცემის ”დღეს დილით” სტუმარი იყო გია ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი აზრის სახლის” მთავარი საბჭოს მდივანი, დიპლომატი, კონფლიქტოლოგი. მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ინიციატივაზე ძალისხმევის ”საზოგადოებრივ ალიანს - მშვიდობის სახლში” გაერთიანების შესახებ. ვოლსკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ აწარმოონ მეთვალყურეობა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, შეიმუშაონ რეკომენდაციები კონფლიქტების მოგვარების შესახებ. მან დეტალურად ისაუბრა სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე იმ პერიოდში, როცა ის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ დღეს, ”როცა ხელისუფლების სექტორს ყველა მისასვლელი ხიდი დამწვარი, ან სერიოზულად დაზიანებული აქვს”, არასამთავრობო სექტორის როლი მნიშვნელოვანია. ”მოლაპარაკების ალტერნატივა მხოლოდ სროლაა” - აცხადებს ვოლსკი და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.
XS
SM
MD
LG