Accessibility links

logo-print

სომხეთი და თურქეთი შეთანხმდნენ რომ მოლაპარაკებებს განაგრძობენ


შვეიცარიის შუამავლობით, სომხეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობის აღსადგენად მოლაპარაკებებს განაგრძობენ - ამ შინაარსის განცხადება სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ ღამით გაავრცელეს. უკვე არსებობს ე.წ. საგზაო რუკა, რომლის მიხედვით სომხეთისა და თურქეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესი უნდა წარიმართოს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ თურქეთის და სომხეთის მიერ მიღწეულ შეთანხმებას დეტალურად შეისწავლის, თუმცა, განმარტა, რომ ურთიერთობების დამყარება ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა. სომხეთისა და თურქეთის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
XS
SM
MD
LG