Accessibility links

თავისუფლების მოედანი საკნებისგან დროებით გაათავისუფლეს


დღეს დილით თავისუფლების მოედანზე გადაკეტილი გზა მოსახლეობამ გახსნა და მოძრაობაც რამდენიმე საათით აღდგა. ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მოგვიანებით თავისუფლების მოედანი ოპოზიციამ ისევ გადაკეტა. ეროვნული ფორუმის წევრებმა საკნები ჩადგეს ლესელიძის ქუჩასა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზეც. ქუჩების გადაკეტვის გამო თბილისში საცობებია შექმნილი. რუსთაველის გამზირზე, სადაც 100-მდე საკანია განთავსებული, უმეტესობა ცარიელია. ოპოზიციის მხარდამჭერები რჩებიან ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზეც და პრეზიდენტის კანცელარიასთანაც.
XS
SM
MD
LG