Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და ევროკავშირი სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ


წლის ბოლომდე უკრაინასა და ევროკავშირს შორის, სავარაუდოდ, სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება. ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი აცხადებს, რომ შეთანხმების ტექსტის დიდი ნაწილი დროებით დახურულია. თუმცა, ვალდნერის თქმით, კომპლექსური საკითხები, როგორიც არის ღრმა და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ზონასა და ცალკეული ეკონომიკური სექტორის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, შესათანხმებელი რჩება. გასული წლის სექტემბერში ევროკავშირმა უკრაინას დასავლური სტანდარტის რეფორმების სანაცვლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმება შესთავაზა, რაც ნიშნავს კავშირების გაძლიერებას რიგ სფეროებში, როგორიცაა - თავისუფალი ვაჭრობა, მოგზაურობა და ა.შ.
XS
SM
MD
LG