Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამმა წევრმა დატოვა


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დატოვა მისმა სამმა წევრმა: ირმა სოხაძემ, მარინა ვეკუამ და გიორგი ანჩაბაძემ. ამის შესახებ საუბარია მათ განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" აქვეყნებს: "ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ჩვენს ძალისხმევას აზრი აღარ აქვს, რის გამოც სამეურვეო საბჭოს ვტოვებთ", - ნათქვამია გაცხადებაში. "საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობით უკმაყოფილოა", - მოჰყავს სააგენტოს ირმა სოხაძის კომენტარი. - "მე კი არანაირი არგუმენტი არ მაქვს, რომ უკმაყოფილება გავაბათილო. აი, ეს არის ჩემი მოტივი და კომენტარი", - ამბობს ირმა სოხაძე.
XS
SM
MD
LG