Accessibility links

დმიტრი მედვედევმა სერჟ სარქისიანი მიიღო


რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა დმიტრი მედვედევმა და სერჟ სარქისიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესის შესახებ ისაუბრეს. რუსეთი ორ ქვეყნის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. მოსკოვის მახლობლად, ზავიდოვოში, გამართულ ერთობლით პრესკონფერენციაზე მედვედევმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად უყურებს მოლაპარაკების პროცესს და რომ სარქისიანთან მისი შეხვედრა და მისი ამასწინანდელი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ადასტურებს, რომ მხარეები მზად არიან კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. სომხეთის პრეზიდენის თქმით, ყარაბაღთან მიმართებით ურთულეს საკითხს წარმოადგენს მისი სტატუსი. “თქვენ იცით, რომ მრავალი წლის მანძილზე აზერბაიჯანის მხარე მუდმივად ტერიტორიულ მთლიანობასა და სამხედრო გზით საკითხის გადაჭრაზე საუბრობდა. მე, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემდეგ მისი პირიდან გაისმა სიტყვები საერთაშორისო სამართლის შესახებ. რასაკვირველია, მოხარული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა გადაწყდეს”, განაცხადა სერჟ სარქისიანმა.
XS
SM
MD
LG