Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა, 70 ადამიანი დაიღუპა ერაყში, თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად. ერაყის ხელისუფლების ცნობით, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა ალ ყაიდის ერაყული ფრთის ლიდერის დაკავების შესახებ. ერთი აფეთქება მოხდა ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მუყდადიას რესტორანთან. დაიღუპა, სულ ცოტა, 45 ადამიანი, მათ შორის - ირანელი მლოცველები და დაიჭრა კიდევ 55 პირი. მეორე აფეთქება მოხდა ბაღდადში. დაიღუპა 28 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.
XS
SM
MD
LG