Accessibility links

თურქმენეთს დასავლეთთან თანამშრომლობა სურს


თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანბული ბერდიმუხამედოვი აცხადებს, რომ თურქმენეთს სურს დასავლეთთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ ბუნებრივი აირის ექსპორტის დივერსიფიკაციის ახალი გზები გამონახოს. თურქმენეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ აშხაბადში მიმდინარე ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფენრეციაზე განაცხადა. კონფერენციაში მონაწილეობენ დელეგაციები რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. კონფერენციაზე განიხილება კასპიის ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებისკენ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები.
XS
SM
MD
LG