Accessibility links

logo-print

აშშ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას მიესალმება


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმება სომხეთისა და თურქეთის ხელისუფლებების მიერ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობას. ხუთშაბათს ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანს და გამოთქვა კმაყოფილება თურქეთისა და სომხეთის მთავრობების მიერ ურთიერთობათა გაუმჯობესების პრინციპებზე ერთობლივი განცხადების გამოქვეყნების გამო. აშშ ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზაციას. მოელიან, რომ დღეს ბარაკ ობამა გასული საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ სომხების მასობრივი ხოცვის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განცხადებას გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ობამამ განაცხადა, რომ საუკუნისწინანდელ მოვლენებს გენოციდად განიხილავს. თურქეთი კვლავაც უარს ამბობს მაშინდელი მოვლენების გენოციდად აღიარებაზე. სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებებისას გენოციდის აღიარებისა და ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნის საკითხები ერთ-ერთი ძირითადი იქნება. თურქეთმა სომხეთთან საზღვარი 1993 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე კონფლიქტის გამო ჩაკეტა.
XS
SM
MD
LG