Accessibility links

სოფიაში ენერგეტიკული სამიტი იმართება


ბულგარეთი საერთაშორისო ენერგეტიკულ სამიტს მასპინძლობს. სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის, შავი და კასპიის ზღვების რეგიონების 28 ქვეყნის ლიდერები მოიყრიან თავს. კონფერენციაში მონაწილეობს შეერთებული შტატები. მიწვეული იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც უარი განაცხადა მონაწილეობაზე. როგორც ვარაუდობენ, იმ შეუთანხმებლობის გამო, რომელიც მას ”სამხრეთის ნაკადის” პროექტის გამო ბულგარეთთან აქვს. ქართული სააგენტოების ცნობით, სოფიის სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც და ის შეკრებაზე სიტყვით გამოვა.
XS
SM
MD
LG