Accessibility links

logo-print

კოლაბორაციონიზმი გუშინ და დღეს


ქვეყნის მტერთან, ქვეყნის დამპყრობელთან თანამშრომლობა ოდითგანვე დანაშაულად ითვლებოდა. ასეთი "თანამშრომლობის" ბრალდება, ცხადია, დამტკიცებას მოითხოვს.თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აგვისტოს მოვლენების მიუხედავად, საქართველოში ჯერაც მრავლად არიან ადამიანები, ვინც რუსულ სივრცეს ვერ ელევა. რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ერთობლივი პროექტის, "წითელი ზონის" სტუმარი, გამომცემელი თამარ ებრალიძე ასეთ ხალხს კოლაბორაციონისტებად მიიჩნევს. მასთან ერთად გადაცემაში მონაწილეობს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. გადაცემას, როგორც ყოველთვის, მისი ავტორი, გიორგი გვახარია უძღვება.კოლაბორაციონიზმის თემისადმი მიძღვნილი "წითელი ზონის" სატელევიზიო ვერსია პირველი არხის ეთერით გადაიცა პარასკევს, 24 აპრილს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG