Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ბაღდადს ესტუმრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ბაღდადს. კლინტონმა ერაყში შექმნილი ვითარება განიხილა გენერალ რეი ოდირნოსთან, რომელიც სათავეში უდგას ამ ქვეყანაში განთავსებულ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს. კლინტონის თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს ერაყის დახმარებას რთულ გარდამავალ პერიოდში. მისი სიტყვებით, ამერიკა ერაყის ერთგული რჩება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მზარდი ძალადობა იმას მიანიშნებს, რომ ექსტრემისტებს ეშინიათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში ეს კლინტონის პირველი სტუმრობაა ერაყში. კლინტონის ვიზიტამდე ორი დღით ადრე ბაღდადსა და ერაყის კიდევ ორ ქალაქში თვითმკვლელების მიერ განხორციელებულ იერიშებს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG