Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია ერაყს


ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ბაღდადს. მისი სტუმრობის პროგრამაშია შეხვედრა ერაყში მოქმედი აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალთან, გენერალ რეი ოდირნოსთან, რომელთანაც ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერაყში შექმნილ ვითარებას განიხილავს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, კლინტონი შეეხო ამ კვირაში ერაყში მოწყობილი რამდენიმე მსხვილი აფეთქების საკითხს. მისი თქმით, ეს სისხლიანი თავდასხმები ნათლად გვიჩვენებს, რომ ერაყელი ექსტრემისტები შიშობენ, რომ ქვეყანა “სწორი მიმართულებით ვითარდება”.

ამ კვირაში ბაღდადსა და ერაყის რამდენიმე სხვა ქალაქში მოწყობილ აფეთქებებს 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღსანიშნავია, რომ ორ თვეში აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ ერაყის დიდი ქალაქები და მოზრდილი დასახლებული პუნქტები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ეს ჰილარი კლინტონის პირველი ვიზიტია ერაყში.
XS
SM
MD
LG