Accessibility links

logo-print

ფხენიანმა ნახმარი ბირთვული ღეროებიდან პლუტონიუმის მიღება დაიწყო


ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო ნახმარი ბირთვული ღეროებიდან პლუტონიუმის მიღება. შესაბამისი განცხადება დღეს გამოაქვეყნა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭომ, ფხენიანის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებში მონაწილეობისთვის, შავ სიაში შეიტანა ჩრდილოეთ კორეის სამი კომპანია. კსდრ-ის ხელმძღვანელობამ მკვეთრი რეაქცია მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებზე, რომ 5 აპრილს ფხენიანის მიერ სტრატეგიული დანიშნულების რაკეტის გაშვება გაეროს რეზოლუციების უხეში დარღვევა იყო. ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ ტოვებს ექვსმხრივ მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამის საკითხებზე და განაახლებს მუშაობას თავისი ბირთვული პოტენციალის განსავითარებლად.
XS
SM
MD
LG