Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა


პარასკევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დატოვა მიხეილ ჭიაურელმა, რომელიც თავისი სამი ყოფილი კოლეგის პროტესტს შეუერთდა. ირმა სოხაძემ, მარინა ვეკუამ და გიორგი ანჩაბაძემ, რომლებმაც საბჭო 23 აპრილს დატოვეს, ამის მიზეზად საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების არასრულყოფილად გაშუქება დაასახელეს. საბჭოში ამჟამად ხუთი წევრი რჩება. დებულების თანახმად, ცხრაწევრიან საბჭოს უფლება აქვს, საქმიანობა განაგრძოს, თუ სხდომაში წევრთა უმრავლესობა მონაწილეობს, ხოლო გადაწყვეტილებები დამსწრეთა უმრავლესობით მიიღება. კანონის თანახმად, ოთხი ვაკანტური ადგილის შესავსებად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 დღის ვადაში კონკურსი უნდა გამოაცხადოს. სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს. მისი უფლებამოსილება ამ კუთხით შეზღუდულია და მოიცავს მხოლოდ არხის ძირითადი საპროგრამო მიმართულებების განსაზღვრას.
XS
SM
MD
LG