Accessibility links

logo-print

სოფიის სამიტზე ახალ დეკლარაციას მიიღებენ


სოფიაში მუშაობას ამთავრებს ორდღიანი საერთაშორისო სამიტი, რომლის მონაწილეები ევროპაში გაზის მიწოდების გაუმჯობესების გზებს განიხილავენ. ბულგარეთის დედაქალაქში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, შავი და კასპიის ზღვების აუზების 28 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ჩასულია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. სამიტის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეები ხელს მოაწერენ ახალ ენერგეტიკულ დეცლარაციას. გაიმართა, აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ბულგარეთის პრეზიდენტთან გიორგი პარვანოვთან. პირისპირ შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
XS
SM
MD
LG