Accessibility links

ჯაშუშობაში ბრალდებული ირანელი ჟურნალისტი მეხუთე დღეა შიმშილობს


როქსანა საბერი

როქსანა საბერი

ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის, როქსანა საბერის მამის თქმით, მისი ქალიშვილი ხუთი დღეა, შიმშილობს. რეზა საბერიმ ფრანს პრესს განუცხადა, რომ დღეს როქსანა საბერის ადვოკატმა მისი განაჩენის თაობაზე საჩივარი შეიტანა. საბერის, რომელიც იანვრიდან არის დაკავებული, გასულ კვირაში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG