Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონის თქმით, სირიისთვის ლიბანის მიყიდვა გამორიცხულია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თქმით, აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობის აღდგენა არასოდეს არ მოხდება ლიბანის ხარჯზე. კლინტონი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ლიბანში, სადაც 7 ივნისის არჩევნებისთვის ემზადებიან. საკანონმდებლო ორგანოს ამ არჩევნებში, შესაძლოა, გაიმარჯვოს “ჰისბოლას” ექსტრემისტულმა შიიტურმა დაჯგუფებამ. “ჰისბოლას” და მის მოკავშირეებს სირია უჭერს მხარს. მოგვიანებით, კლინტონი ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის საფლავზე მივიდა. ჰარირი 2005 წელს თავდასხმის შედეგად მოკლეს.
XS
SM
MD
LG