Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუჩის საპროტესტო აქციები


ყოველკვირეული “კავკასიური გზაჯვარედინის” რუსულენოვან მრგვალ მაგიდასთან ჩვენმა კოლეგამ ანდრეი ბაბიცკიმ მიიწვია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის - ექსპერტები. ესენი არიან თბილისელი პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, ერევნელი ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური ფორუმის” კოორდინატორი გაგიკ ავაქიანი და პოლიტიკის ბაქოელი ანალიტიკოსი რასიმ მუსაბეკოვი. “კავკასიური გზაჯვარედინის” დღევანდელი გამოშვების თემაა ქუჩის საპროტესტო აქციები. არის თუ არა პროტესტის ეს ფორმა დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი თუ, პირიქით, ის საფრთხეს უქმნის ახალგაზრდა, ჯერაც ჩამოუყალიბებელ დემოკრატიას? ანდრეი ბაბიცკი და მისი სტუმრები ამ თემაზე მსჯელობენ.
XS
SM
MD
LG