Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია კორკოტაშვილს დროებით შეუჩერეს "ნაცნობის" წამყვანის ფუნქცია


წუხელ მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეპროექტ "ნაცნობის" წამყვანს, გია კორკოტაშვილს, დროებით შეუჩერა გადაცემის წამყვანის ფუნქცია. ტელეპროექტის პროდიუსერებს მაუწყებელი სთხოვს, ახალი წამყვანის კანდიდატურა წამოაყენონ. წუხელ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია შეხლა-შემოხლა 9 აპრილის ქუჩის მცხოვრებთა და '"სამოქალაქო პატრულის"' წარმომადგენლებს, მათ შორის კორკოტაშვილს, შორის. სამინისტრო იუწყება, რომ მიმდინარეობს გამოძიება. თავად კორკოტაშვილი და "სამოქალაქო პატრულის" სხვა წევრები ინციდენტს "პროვოკაციას" უწოდებენ.
XS
SM
MD
LG