Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ლუკაშენკა იტალიას სტუმრობს


ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა – რომელსაც დასავლეთი ხშირად აკრიტიკებს – დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია იტალიას. ორდღიანი ვიზიტისას ბელორუსიის ლიდერი შეხვდება მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკო ფრატინის, და რომის პაპს ბენედიქტე მე-16-ს. ლუკაშენკას თქმით, მას დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ლუკაშენკას წინადადებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი – გააუქმა ბელორუსიის ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები, და მინსკთან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებზე მაღალი დონის მოლაპარაკებები დაიწყო.
XS
SM
MD
LG