Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთს სურს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს


ალბანეთის პრემიერ-მინისტრის სალი ბერიშას განცხადებით, 28 აპრილს მისი ქვეყანა ოფიციალური განაცხადით მიმართავს ევროპის კავშირს, რათა დაწყებულ იქნეს მოლაპარაკება კავშირში გაწევრიანების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, ბერიშამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია ალბანეთისთვის. მიმდინარე წელს ევროკვაშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ მოახდინა ალბანეთთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია, რაც კავშირში სრული გაწევრიანებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად ითვლება.
XS
SM
MD
LG