Accessibility links

logo-print

აშშ-ში ღორის გრიპთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარება გამოცხადდა


შეერთებულ შტატებში ღორის გრიპთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ქვეყანაში გრიპის 20 შემთხვევა აღირიცხა. შეერთებული შტატები დღეიდან შეამოწმებს იმ ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს, სადაც აღნუსხულ იქნა დაავადების შემთხვევები. გრიპი თანდათან მთელ მსოფლიოს ედება. ახალ ზელანდიაში გასინჯეს მექსიკიდან დაბრუნებული 25 ადამიანი – მოსწავლეები და მასწავლებლები. კანადაში გრიპის ოთხი შემთხვევა აღირიცხა. საფრანგეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, მექსიკიდან დაბრუნებულ ტურისტებს შორის, სავარაუდოდ, აღირიცხა დაავადების ორი შემთხვევა. ესპანეთში ექვსი შემთხვევის არსებობას ვარაუდობენ. თავად მექსიკაში 13 აპრილის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ამ გრიპით, სავარაუდოდ 1300-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, მათგან 86 გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG