Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელები პროტესტს გამოთქვამენ უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვის გამო


აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები მართლაც მონაწილეობდნენ სამხრეთ ერაყში ჩატარებულ ოპერაციაში, რომლის დროსაც დაიღუპა ქალი. ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, შიიტებით დასახლებულ ქალაქ კუტში განხორციელებული ოპერაციის მსვლელობაში დაიღუპა, აგრეთვე, ერაყელი მამაკაცი, ხოლო კიდევ ხუთი პირი დაპატიმრებულ იქნა. როგორც ასოშიეიტედ პრესის სააგენტო იუწყება, ოპერაციამ ადგილობრივი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. მორგთან მისულმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა პროტესტი გამოთქვა უდანაშაულო ადამიანთა სიკვდილის გამო. ერაყის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ორი მაღალი რანგის ერაყელი ოფიცერი, რომლებმაც - ამავე ცნობის თანახმად - ამერიკელ სამხედროებს ოპერაციის განხორციელების ნება დართეს.
XS
SM
MD
LG