Accessibility links

ესპანელი კონგრესმენი: სააკაშვილთან „მეიდანში“ საქმიანი შეხვედრა გვქონდა


ესპანელმა კონგრესმენებმა საქართველოდან გამგზავრებამდე რესტორან „მეიდანთან“ მომხდარ ინციდენტზე გააკეთეს კომენტარი. მათი განცხადებით, კონგრესმენებს „მეიდანში“ საქართველოს პრეზიდენტთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ.

“ეს ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. შევხვდით სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს. საბოლოოდ კი, ჩვენი საქართველოში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდა. ეს იყო საქმიანი ვახშამი, რომლის დროსაც გარკვეულმა ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა პროტესტი გამოხატეს. საქართველო დემოკრატიული ქვეყნაა და მსგავსი ქმედებები მისაღებია, თუმცა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონიერად არჩეული მთავრობის უფლებებში ჩარევა არ უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა ესპანელმა კონგრესმენმა ჟორდანი ჩაკლიმ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ ესპანელ კონგრესმენებს შეხვდა, მოგვიანებით კი მათთან ერთად რესტორან „მეიდანში“ ივახშმა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რესტორანთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და აქტივისტები მივიდნენ. თუმცა ამ დროისთვის “მეიდანში“ სააკაშვილი აღარ იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG