Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კოსოვოში სერბების საპროტესტო აქცია დაშალეს


ევროკავშირის საგანგებო პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ჩრდილოეთ კოსოვოში ასობით სერბის საპროტესტო აქციის დასაშლელად. სერბები ცდილობდნენ, შეეჩერებინათ ეთნიკურ ალბანელთა სახლების მშენებლობა ამ რეგიონში, რომელიც ეთნიკური დაძაბულობით გამოირჩევა. კოსოვოში ევროკავშირის საპოლიციო მისიის პრეს-მდივნის განცხადებით, თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. ევროკავშირს დაქვემდებარებულმა საპოლიციო ძალებმა 2008 წელს გადაიბარეს გაეროსაგან ჩრდილოეთ კოსოვოში წესრიგის დაცვის მისია. რეგიონში ნატოს სამშვიდობო ძალებიც არიან გაგზავნილი.
XS
SM
MD
LG