Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღორის გრიპის პანდემიის საფრთხეს ხედავს


ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, ანდრულა ვასილიუმ ევროპელები გააფრთხილა, ნუ გაემგზავრებიან რეგიონებში, სადაც ღორის გრიპით ინფიცირების შემთხვევებია აღრიცხული. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ღორის გრიპი შეშფოთებას იწვევს, მაგრამ საქმე საგანგაშოდ არ არის. მექსიკაში, სადაც ღორის გრიპის პირველი შემთხვევა აღირიცხა გასულ კვირაში, ამასობაში 150-ს გადააჭარბა მსხვერპლის რიცხვმა. რამდენიმე კაცია ინფიცირებული შეერთებულ შტატებში და კანადაშიც, თუმცა სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ევროპას, ესპანეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ღორის გრიპით ინფიცირება დაუდგინეს მამაკაცს, რომელიც ბოლოხანს დაბრუნდა მექსიკიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღორის გრიპის პანდემიის საფრთხეზე ლაპარაკობს, თუმცა აცხადებს, რომ მსოფლიო კარგადაა მომზადებული ამ საფრთხესთან გასამკლავებლად.
XS
SM
MD
LG