Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იუკოსის" ყოფილი ადვოკატი ციხიდან გამოუშვეს


ნავთობკომპანია “იუკოსის” ყოფილი ადვოკატის მეუღლის განცხადებით, მისი ცოლი დღეს გაანთავისუფლეს მოსკოვთან მდებარე ციხიდან. სასამართლომ მოსკოვში გასულ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ სვეტლანა ბახმინა, რომელიც 6,5-წლიან პატიმრობას იხდიდა თაღლითობასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში ბრალდების საფუძველზე, შეწყალებას ექვემდებარება. შარშან ბახმინას პატიმრობაში შეეძინა შვილი. მიმომხილვევლების ნაწილის შეფასებით, მისი დაპატიმრება იყო “იუკოსის” ხელმძღვანელ მიხაილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო კამპანიის ნაწილი.
XS
SM
MD
LG