Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი საჯარო სკოლის ეზოდან ე.წ. საკნები გაიტანეს


საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობასთან მდებარე პირველი საჯარო სკოლის ეზოდან ე.წ. საკნები გაიტანეს. საორგანიზაციო შტაბის ცნობით, ოპოზიციას არ სურს სასწავლო პროცესის შეფერხება. თბილისში განლაგებულ ყველა საკანზე გამოიფინა შავი ლენტები, რომლითაც საპროტესტო აქციის მონაწილენი მწუხარებას გამოთქვამენ ლევან მიქელაძის გარდაცვალების გამო. „ლიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის წევრს, აშშ-ში ქვეყნის ყოფილ ელჩს ლევან მიქელაძეს ხუთშაბათს თბილისში დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG