Accessibility links

logo-print

ბაქრაძეს სჯერა, რომ ოპოზიციასთან დაპირისპირება დიალოგით დასრულდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დიალოგით დასრულდება. ექიმებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა პოლიტიკამ უნდა მოიხადოს ყველა დაავადება, რათა ორგანიზმი გამოჯანმრთელდეს.“ პარლამენტის თავმჯდომარემ, მისივე განმარტებით, ხუმრობით ნათქვამ ამ მოსაზრებას დაამატა, რომ საჭიროა იმუნიტეტი, რათა საზოგადოება დღევანდელი მოვლენებისადმი გაცილებით მდგრადი იყოს. ექიმებთან შეხვედრის წინ, ჟურნალისტების შეკითხვას, ოპოზიციასთან გარკვეული კონფიდენციალური მოლაპარაკების შესახებ, ბაქრაძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე მეტს ვერაფერს იტყვის, რადგან წინასწარმა ინფორმაციამ შესაძლოა, დიალოგის პროცესი დააზიანოს.
XS
SM
MD
LG