Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: საქართველოში ნატოს სწავლების ჩატარება მავნებელია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამჟამინდელ პირობებში საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლების ჩატარება მავნებელია. მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ მეთვალყურეებს საქართველოში არ გაგზავნის და სხვებსაც ურჩევს, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
ლავროვის ამ განცხადების შემდეგ სააგენტო "რია-ნოვოსტიმ" გაავრცელა ნატოს წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ რუსეთის უარი სწავლებაზე საკუთარი მეთვალყურეების დასწრების შესახებ, ალიანსმა ცნობად მიიღო. ამავე წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ თუ საქართველოში დაგეგმილი სწავლება რუსეთის შეშფოთებას იწვევს, უმჯობესი იქნებოდა მის წარმომადგენლებს ყველაფერი ადგილზე ენახათ.
XS
SM
MD
LG