Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ბერნსი: საქართველოს საკითხზე აშშ-სა და რუსეთს უთანხმოება აქვთ


27 აპრილს ვაშინგტონში გამართულ ”რუსეთის მსოფლიო ფორუმზე” გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე ისაუბრა. მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების მნიშვნელობის გარდა, ბერნსმა ისაუბრა იმ საკითხებზეც, რომლებზეც დღეს ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებლობა არსებობს. მისი თქმით, განსაკუთრებული უთანხმოების სფერო, რომელსაც სიფრთხილით სჭირდება მოგვარება, არის საქართველო და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, რუსეთსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობა. "მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების აღიარების შესახებ", განაცხადა უილიამ ბერნსმა. მისივე თქმით, აშშ გაგებით ეკიდება რუსეთსა და მის მეზობლებს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს, თუმცა, "ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ალიანსთან ურთიერთობის შესახებ."
XS
SM
MD
LG